среда, 18 ноября 2009 г.

ჩემი გვარის ისტორია


პროექტის სახელი: "ჩემი გვარის ისტორია"
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები დამოუკიდებლად იკვლევენ თავისი გვარის ისტორიასა და გენეალოგიას
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარი გვარის შესახებ, ითანამშრომლებენ მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან, დაამუშავებენ მოპოვებულ ინფორმაციას, გაეცნობიან სხვადასხვა წყაროებს თავიანთი გვარის შესახებ, გამოიკვლევენ იმ კუთხისა და რეგიონის ისტორიასა და გეოგრაფიას, საიდანაც მათი გვარია წარმოშობილი, ასევე მოიპოვებენ ინფორმაციას, თუ როგორ აისახა ქვეყნის ისტორია მათი გვარის , ოჯახის ისტორიაზე. გაიცნობენ მათ გვარში გამორჩეულ და გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიას.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 -2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება, თანამშრომლობა, სქემის და დიაგრამის მომზადება, პრეზენტაცია, ისტ-ის გამოყენება
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, მომზადდება გენეალოგიური ხე თითოეულ გვარზე, სკოლაში ჩატარდება კონფერენცია თემაზე : “ჩემი გვარის ისტორია”
სარგებელი სხვებისათვის:
ბლოგის საშუალებით გაეცნობიან სხვადასხვა გვარის ისტორიას და თავადაც გაუჩნდებათ საკუთარი წარმომავლობის შესწავლის ინტერესი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია. გეოგრაფია, ქართული.
ესგ. ისტ. X .3. მოსწავლე გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას
ისტ.X.4.მოსწავლე წერს ისტორიულ თემას
გეო. X.4 მოსწავლე იყენებს რუკებს და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებს ინფორმაციის მოსაძიებლად და საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად
გეო.X. 5. მოსწავლე ავლენს გეოგრაფიული კვლევის შედეგების წარმოჩენისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
ქართ. X. 13. მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით
პროექტის ფასილიტატორი: ნინო მელქაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: melqadzenino@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ninaka-nino.blogspot.com/